რეფლექსია
სსიპ-მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის
სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელ ქეთევან ნაგერვაძის საკლუბო
მუშაობის რეფლექსია .
2018-წელს შეიქმნა ისტორიის კლუბი სახელწოდებით ,,ოქროს საწმისი ‘’მასში გაერთიანებული
იყო VIIIკლასის მოსწავლეები.ისტორიის კლუბი ტარდებოდა ორკვირაში ერთხელ ოთხშაბათ გაკვეთილების შემდგომ მთელი წლის
განმავლობაში .კლუბში განსახილველი თემები წინასწარ არის გაწერილი ,რომელიც ემსახურებოდა
მოსწავლის როგორც სააზროვნო ,ასევე ინფორმაციის მოძიებისა ,დამუშავებისა და ანალიზის
უნარების განვითარებას .
საკლუბო მუშაობის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღმავება
ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით
,ასევე საგნის მიმართ მოტივაციის ამაღლება მოსწავლეებში საკითხების საფუძვლიანად დაუფლების
მიზნით .მოსწავლეთა ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე შევიმუშავეთ კლუბის სამუშაო გეგმა ,მოვიძიეთ ყველა დამატებითი რესურსები რასაც გამოვიყენებდი
საკლუბო მუშაობის დროს .(რუკა ,ფლიფჩარტი ,თაბახის ფურცლები ,ალექსანდროვის ფურცლები
,ფერადი ფანქრები და აშ....)მოსწავლეებმა მოიფიქრეს კლუბის სახელწოდება და სლოგანი
რომლის შექმნაზეც ერთობლივად ვიმუშავეთ .თემები
უმეტესად დაკავშირებუი იყო ისტორიულ დღესასწაულებთან .კლუბის მუშაობა იყო აქტიური
,მოხერხდა დასახული მიზნების მიღწევა .მოსწავლეები მიცემულ დავალებას ხალისითა და დიდი
ინტერესით ეკიდებოდნენ ,ამზადებდნენ თემებს პრეზენტაციისათვის იყენებდნენ სხვადასხვა
რესურსებს(დაფა ცარცი პროექტორი კომპიუტერი და აშ..)რათა საკითხები სიღრმისეულად დამუშავებულიყო
და უკეთ წარმოეჩინათ აღნიშნული თემები. ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად.
საკლუბო მუშაობა ყველაზე წარმატებული იყო პრეზენტაციების დროს.მოსწავლეები ყველა საჭირო
რესურსისა და თვალსაჩინოებების გამოყენებით ცდილობდნენ საკითხის უკეთ წარმოჩენას აუდიტორიისთვის,რამაც
მისცა მოსწავლეებს საკითხის სიღრმისეულად გაცნობის, დამახსოვრების და შესწავლის შესაძლებლობა.
კლუბში გაერთიანებულმა მოსწავლეებმა მიიღეს დიდი გამოცდილება ,უკეთ გაათვიცნობიერეს
აღნიშნული დღესასწაულების მნიშვნელობა და როლი საქართველოს ისტორიაში , როგორც თემების
მოძიებისა, დამუშავების , არგუმენტირებული მსჯელობის ასევე შემოქმედებითი უნარის განვითარების კუთხით. გაუღრმავდათ
ცოდნა აღნიშნულ თემებთად დაკავშირებით. მუშაობის პროცესში პროგრამის მოდიფიცირება არ
მომიხდენია,თუმცა მომავალში მსგავსი საქმიანობის განხორციელებისათვის გავითვალისწინებ
მოსწავლეთა ინტერესებს და ისტორიის კლუბს ვამუშავებ შემდგომ
წელსაც .ასევე კლუბის მუშაობაში
ჩავრთავ მთელ კლასს რომლის სურვილიც გამოიხატა მოსწავლეთა საკლუბო მუშაობის დროს და გაუჩნდათ მეტი ინტერესი მოესმინათ მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი
პრეზენტაციები.ვფიქრობ დასახულ მიზანს მივაღწიე რადგან დიდი იყო მოსწავლეთა ინტერესი
და აქტიურად იყვნენ ჩართული საკლუბო მუშაობაში.
კლუბის ხელმძღვანელი :ქეთევან ნაგერვაძე
2019
წელი .
No comments:
Post a Comment