გაკვეთილის გეგმა



გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის  თემა:
დიდგორის ბრძოლა
სწავლების საფეხური .
საშუალო/XI -კლასი
მოსწავლეთა პროფილი
24 მოსწავლე .კლასში   სსსმ.მოსწავლე არ მყავს.
მასწავლებელი
ქეთევან ნაგერვაძე
საგანი
ისტორია
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები ტექსტსა და წყაროზე დაყრდნობით  გაეცნობიან დიდგორის ომის შესახებ იმფორმაციას ,გაანალიზებენ  ომის გამომწვევ მიზეზებს და შეაფასებენ დიდგორის ომის შედეგებს .

მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ:ტექსტსა და წყაროზე მუშაობის,ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზების,ისტორიულ რუკებზე მუშაობისა და დროსა და სივრცეში ორიენტაციის უნარი.
გაკვეთილის ხანგრძლივობა
45 წუთი
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული  მიზნები და შედეგები/სტანდარტები
ისტ. XI.5მოსწავლეს შეუძლია   საქართვე­ლოსა და მსოფლიოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხების კვლევა.
·         ირჩევს ერთ-ერთ სახელმწიფოს და აჯგუფებს რომელიმე ეპოქაში მისი გაერთიანების ან დაშლის განმაპირობებელ საგარეო და საშინაო ფაქტორებს;
·         ირჩევს ერთ-ერთ ეპოქას და ადარებს სხვადასხვა სახელმწიფოს ინტერესებს საქართველოს მიმართ;
·         წერ თემას მსოფლიოში განვითარებული მნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენის შესახებ, რომელმაც  ასევე  გავლენა მოახდინა ქართული სახელმწიფოს (სახელმწიფოების) შემდგომ განვითარებაზე;
·         თანაკლასელების ჯგუფთან ერთად ირჩევს პოლიტიკურ მოღვაწეს და მსჯელობს მის მიერ არჩეული საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური კურსის შედეგებზე (მაგ.ერეკლე II-ის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის დადება);
·         ირჩევს რომელიმე კონკრეტულ ეპოქას, გამოოფს იმ პერიოდის მსოფლიო სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ინტერესებს. განსაზღვრავს ქართული სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ადგილსა და როლს ამ კონკრეტულ ეპოქასთან მიმართებაში


შეფასების საგანი და პროცედურები.
შეფასება ხდება განმავითარებელი და წინასწარ შედგენილი განმსაზღვრელი შეფასების რუბლიკებით
 რესურსი
დაფა , ცარცი,თაბახის ფურცლები ,ფლიქჩარტები ,კომპიუტერი პროექტორი.
XI - კლასის სახელმძღვანელო , XI-XII საუკუნის საქართველოს პოლიტიკური რუკა.
წინარე  ცოდნა
მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ XI საუკუნის ეპოქა, იცნობენ საქართველოს საშინაო და საგარეო ვითარებას დავით აღმაშენებლის ეპოქაში.
გაკვეთილის მსვლელობა
მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს,აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს,აცნობს გაკვეთილის თემასა და მიზანს შეფასების სქემებსა და რუბლიკებს   
მოსწავლეების სხედან ჯგუფებად საკუთარი ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით

დრო:-2 წუთი
A. ფაზა-გამოწვევა
აქტივობა  :1
  წინარე  ცოდნის  გააქტიურება:
მასწავლებელი თვალსაჩინო ადგილზე განათავსებს აზრობრივ რუკას,,დავით აღმაშენებელის რეფორმები“და კითხვა -პასუხის მეთოდით მასწავლებელი  მოსწავლეებს გამოკითხავს წინარე მასალ
Sun:   დავით IV 
რეფორმები
 











 
 1 ) ჩამოვთვალოთ რა რეფორმები გააარა დავით მეოთხემ .
3 )განვმარტოთ თითეული რეფორმის მნიშვნელობა და მიზანი
     აქტივობის მიზანი:
მასწავლებელი აჯამებს პირველ ფაზას. მოსწავლეს აძლევს განმავითარებელ კომენტარს ,გამოყოფს მოსწავლის ძლიერ და სუსტ მხარეებს .აღნიშნული კითხვები   გააქტიურებს მათ ცოდნას XI ს-ის საქართველოს ვითარების შესახებ  და განაწყობს მოსწავლეებს ახალი მასალის მოსასმენად.
დრო:8 წუთი
B..ფაზა-  სიღრმისეული  წვდომა 7წუთი
მასავლებელი შეახსენებს მოსწავლეებს რომ დღევანდელი გაკვეთილის თემა არის ,,დიდგორის ბრძოლა“ რომლის მთავარი ამოცანაა დაინახოს მოსწვლემ დიდგორის ბრძოლის გამარჯვების მნიშვნელობა, პრეზენტაციის საშვუალებით აჩვენებს იდგორის ბრძოლის სტრატეგიებს და ვიდეო ფაილს.
ვიდეორგოლის საშუალებით მოსწავლეები ეცნობიან დიდგორის ბძოლის ამსახველ კადრებს და გამოყენებულ სტრატეგიებს.
მიზანი: ვიდეო რგოლის საშუალებით მოსწავლეებს ვაძლევ ფილმის ირგვლივ საკუთარი აზრის ,შეხედულებების ,მოსაზრების  დაფიქსირების საშუალებას.
მეთოდი:   კითხვა -პასუხი  


დრო:3წუთი
  სამუშაო  ჯგუფების  შექმნა  და   ინსტქუქციის  მიცემა:
მასწავლებელი ქმნის შერეულ ოთხ ჯგუფს და აძლევს დავალების შესრულების ინსტრუქციას .ახდენს ფუნქციების გადანაწილებას ჯგუფში,მოსწავლეთა თანამონაწილეობით შეიმუშავებს ჯგუფში მუშაობის წესებსა და პროცედურებს, ჯგუფების მუშაობის დროს პრეზენტაციის საშუალებით დიდ ეკრანზე ჩანს შესაბამისი შეფასების რუბრიკა
დრო:2 წუთი

ტექსტზე და წყაროზე მუშაობა
აქტივობა: 3     ტექსტზე  და წყაროებზე  მუშაობა.   

1 ჯგუფი მუშაობს -- მასწავლებლის მიერ წინასწარ შედგენილ ქრონოლოგიურ სკალაზე მოსწავლეებმა ტექსტსა და წყაროზე დაყრდნობით შეუსაბამონ ისტორიული მოვლენები
                             

    1110                           1117                            1120                         1122
 



                      1115                           1118                      1121                            1123


2 ჯგუფი - მოსწავლეებმა ტექსტსა და წყაროზე დაყრდნობით ამოწერონ უცხო ავტორების  ცნობები დიდგორის ომის შესახებ
3 ჯგუფი  -მოსწავლეები ტექსტსა და წყაროზე დაყრდნობით ამოწერენ  ინფორმაცია თბილისის შემოერთების შესახებ.
4 ჯგუფი-- მოსწავლეები იმუშავებენ აღნიშნული პერიოდის რუკაზე და აჩვენებენ დავით აღმაშენებლის მიერ შემოერთებულ ყველა იმ ტერიტორიას რაც ნახსენებია სახელმძღვანელოში .



საქართველო_1125_წლისათვის...jpg

ჯგუფები გამართავენ დისკუსიას  

დრო: 15 წუთი.
მასწავლებლი პოზიტიური  კომენტარით აფასებს  თითოეულ ჯგუფს
დრო:2 წუთი
C -ფაზა
გაკვეთილის შეჯამება   უკუკავშირი- მასწავლებელ ურიგებს ჯგუფებს თვითშეფასების სქემას და თხოვს მათ შევსებას. სქემა ჩანს ასევე დიდ ეკრანზე.
მასწავლებელი შეაფასებს და შეაჯამებს გაკვეთილს კიდევ ერთხელ უბრუნდება გაკვეთილის მიზნებს. შესაძლებელია ურო მეტი მიზანი იქნეს მიღწეული ვიდრე თავში ითქვა.  შეფასდება ჯგუფების მიერ შევსებული სქემები. მოსწავლეები შეფასდებიან ქულებით.
დრო: 4 წუთი
საშინაო დავალება
საშინაო დავალებად მოსწავლეებს ეძლევათ დაწერონ თემა :,,ძლევაი საკვირველი ‘’
დრო :2 წუთი
მოსწავლეთა შეფასება
შეფასება განმავითარებელი და განმსაზღვრელი .
ჯგუფური შეფასება ,დისკუსია ,თვითშეფასება


No comments:

Post a Comment